Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბერგომი:“ ლუკაკუ სერია ა-ში საუკეთესო ფეხბურთელი იყო“

ინტერის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ბეპე ბერგომიმ ნერაძურის სატრანსფერო ფანჯარა შეაფასა.

„ჩემი აზრით, ინტერმა მნიშვნელოვანი ფეხბურთელების დაკარგვის შემდეგ შესანიშნავად იმოქმედა და სატრანსფერო ფანჯარაზე გაჩენილი შესაძლებლობები კარგად გამოიყენა.

„ფეხბურთელები, რომლებიც გუნდმა გაიფორმა იმათგან განსხვავებულები არიან, რომლებმაც ნერაძური დატოვეს, მაგრამ ისინი გუნდს აუცილებლად გააძლიერებენ და ბენეამატას სკუდეტოსთვის ბრძოლა კვლავ შეუძლია.

„შეცვლის თუ არა ჯეკო ლუკაკუს ? რომელუ ლუკაკუ სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი და გუნდის ლიდერი იყო, რომელიც კარიერის პიკშია, ჯეკო კი სხვა მახასიათებლების მქონე ფორვარდია, რომელიც 36 წლის არის. მათი შედარება შეუძლებელია.“