Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბერგომი:“ მილანი უფრო დამაჯერებელია, ვიდრე იუვე“

ინტერის ლეგენდარული ფეხბურთელის, ბეპე ბერგომის თქმით, მილანი უფრო თავდაჯერებული გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე იუვე და მისი აზრით, აშრაფ ჰაკიმი კონტემ სხვანაირად უნდა გამოიყენოს.

„ჯერჯერობით იუვენტუსმა ვერ დამარწმუნა, განსაკუთრებით დიდ თამაშებში, მილანზე კი იგივეს თქმა არ შემიძლია, განსაკუთრებით ნაპოლისთან გამარჯვების შემდეგ. იუვენტუსმა ლაციოს და რომას წინააღმდეგ ითამაშა, თუმცა გამარჯვება ვერ მოახერხა.

„სეზონის სტარტიდან მქონდა შეგრძენბა, რომ მილანს კარგი წელი ექნებოდა. მჯეროდა, რომ ისინი ოთხეულისთვის ბრძოლას მოახერხებდნენ. მალდინიმ მართლაც კარგი გუნდი ააშენა.

„მილანს ჰყავს ფეხბურთელები, რომლებიც მთელს მოედანზე გადაადგილდებიან და მათ წინააღმდეგ გოლის გატანა ძალიან რთულია, რაც გუნდს თავდაჯერებულობას მატებს.“

1982 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ინტერზეც ისაუბრა.

„ფაქტია, რომ მათ უკეთესად ასპარეზობა მართებთ. მაგალითისთვის, ყველასთვის ნათელია, რომ გუნდმა აშრაფ ჰაკიმი სხვანაირად უნდა გამოიყენოს. ის ბურთს მოძრაობაში უნდა იღებდეს და არა ფეხში, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ბურთის უკან დაბრუნება მოუწევს.

„ერიქსენს რაც შეეხება, ის იტალიურ ფეხბურთს ვერ ეგუება და არ მგონია, რომ კონტემ მის გამო ექსპერიმენტები დაიწყოს, ახლა ამის დრო არ არის. გუნდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ მათ დაცვის ხაზში სწრაფი ფეხბურთელი არ ჰყავთ.“