Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბერგომი:“ რაფაელ ლეაოს თამაში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია”

ინტერის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ბეპე ბერგომიმ კროტონესთან მატჩზე და მილანის შემადგენლობაზე ისაუბრა.

„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მილანს ძალიან ღრმა შემადგენლობა ჰყავდა და მათ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ამ მხრივ უფრო გაძლიერება მოახერხეს.

„როსონერი კარგი და ხარისხიანი ფეხბურთს ჩვენებას აგრძელებს. კროტონესთან არც თუ ისე მარტივი პირველი ტაიმის შემდეგ, მათ მეორე ნახევარში დომინაცია მაინც მოახერხეს.

„როსონერის აქვს ხარისხი, სისწრაფე და ფიზიკური ძალა. ჩალჰანოღლუს დაბრუნება გუნდს ძალიან დიდ ენერგიას მისცემს, რაფაელ ლეაო კი უნიკალური ფეხბურთელია, რომელსაც ყველგან თამაში შეუძლია.“