Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბერგომი:“ ყველაზე შთამბეჭდავი იტალია ისტორიაში…“

მსოფლიო ჩემპიონის ბეპე ბერგომის აზრით, დღევანდელი იტალიის ნაკრები ისტორიაში ყველაზე შთამბეჭდავია.

აძური დღეს უემბლის სტადიონზე ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში დაუპირისპირდება, შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება.

„ჩემი აზრით, ჩვენ ისტორიაში საუკეთესო იტალიის ნაკრებს ვადევნებთ ტთვალს. ისინი თამაშობენ ლამაზ ფეხბურთს და იღებენ სიამოვნებას, რომ ნამდვილდ დიდ გუნდს შეესაბამება. მატჩების მსვლელობისას ინიციატივა ყოველთვის მათ ხელშია და ანგარიშის მიუხედავად, თავის სტილს და იდენტობას არ ღალატობს.

„მე მათ ყველა თამაშს ვუყურე და გასაკვირი არ არის, რომ გულშემატკივრებში ძალიან დიდი იმედი გაჩნდა. ვფიქრობ, რომ აძურის ფინალში თამაშიდა გამარჯვება შეუძლია.“