Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბერგომი:“ შესაძლოა ინტერი ყველაზე ლამაზ ფეხბურთს არ თამაშობს, თუმცა…“

ბეპე ბერგომიმ ინტერის სათამაშო სტილზე საკუთარი აზრი დააფიქსირა.

„სერია ა-ში არიან გუნდები, რომლებიც შესაძლოა ინტერზე სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ. ნაპოლი, ატალანტა, ზოგჯერ მილანიც კი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულის მოსაგებად სტაბილურობაა.

„ინტერმა სერია ა-ს მეორე ეტაპზე 11-დან 11 მატჩი მოიგო, რაც სწორედ სტაბილურობის ნათელი მაგალითია. გუნდის დაცვა შესანიშნავად გამოიყურება და შკრინიარიც კი, რომელსაც გასულ სეზონში კონტეს სქემაში თამაში უჭირდა, დიდებულ სეზონს ატარებს.

„ნერაძურისთვის ახლა არა ბურთის ფლობა და სანახაობა, არამედ ტიტულის მოგებაა და კონტე კრიტიკოსებს სულ მალე გააჩუმებს.“