Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბერგომი:“ ხალხი ინტერზე ზედმეტად ბევრ ზეწოლას ქმნის“

ინტერის ლეგენდარული ფეხბურთელის ბეპე ბერგომის აზრით, ნერაძურის კრიტიკები გუნდზე იმ კომენტარებით, რომ კონტემ სკუდეტო უნდა მოიგოს, ზედმეტ ზეწოლას ანხორციელებენ.

„ხალხმა მილანს იუვენტუსთან მარცხის მიუხედავად კარგი თამაში მიულოცა, თუმცა ჩვენ სამპდორიასთან მარცხის მიუხედავად ინტერსაც უნდა მივულოცოთ, რადგან გუნდმა წაგება ნამდვილად არ დაიმსახურა და მათ უბრალოდ არ გაუმართლათ.

„მათ გააცუდეს პენალტი, ჰქონდათ უამრავი შანსი და სამპდორიას საუკეთესო მოთამაშე მათი კარის დარაჯი იყო.

„ჩემი აზრით, წლევანდელი სეზონის გამარჯვებული იმის მიხედვით გადაწყდება, თუ რამდენად მოახერხებენ გუნდები ტრავმების თავიდან აცილებას.

„გასულ ტურამდე მილანი ამ საქმეს კარგად ართმევდა თავს, თუმცა იუვენტუსთან მატჩში დავინახეთ, რომ ფეხბურთელების არყოფნა ნებისმიერი გუნდის თამაშს დაასვამს დაღს.

„ინტერმა სამპდორიას წინააღმდეგ გარკვეული შეცდომები დაუშვა, თუმცა საერთო ჯამში მათ კარგად ითამაშეს. შესაძლოა ნერაძური ისეთ ლამაზ ფეხბურთს ვერ თამაშობს, როგორც მაგალითად მილანი, თუმცა გუნდი ყოველთვის სოლიდურად გამოიყურება, ბევრ საგოლე შანსს ქმნის და სამწუხაროა, რომ ძალიან ხშირად დაუმსახურებელი კრიტიკის ობიექტი ხდება.

„ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ ყველა იმაზე საუბრობს, რომ ინტერმა სკუდეტო აუცილებლად უნდა მოიგოს, რაც გუნდზე ზედმეტ და უსარგებლო ზეწოლას ახორციელებს.“

გათიშვა