Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბერგონცი:“ იუვენტუსს აშკარა პენალტი არ დაუდეს“

ყოფილმა მსაჯმა მაურო ბერგონციმ TMW Radio-სთან ჰოედტის ეპიზოდი განიხილა და აღნიშნა, რომ მსაჯს 11-მეტრიანის დადება მართებდა.

„ჰოედტის ეპიზოდში აშკარად პენალტი იყო. ეს მსაჯისთვის მარტივი სიტუაცია არ ყოფილა, რადგან მომენტი ძალიან დინამიკური გახლდათ, მაგრამ ნიდერლანდელის ხელი ტანიდან ზედმეტად შორს არის და ბურთს მიმართულებას უცვლის.

„მასა ძალიან ახლოს არის, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მსაჯი გახდეს, მაგრამ მან ასეთ მომენტებს უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს.“