Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბერლუსკონი:“ სან სიროს დანგრევა დიდი შეცდომა იქნება“

ინტერის ლეგენდარული პრეზიდენტის მასიმო მორატის შემდეგ, სან სიროს დანგრევის წინააღმდეგ პოზიცია მილანის ყოფილმა მფლობელმა სილვიო ბერლუსკონიმ დააფიქსირა.

85 წლის იტალიელმა ამ თემაზე კომენტარი Corriere dello Sport-თან გააკეთა.

„სან სირო მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი სიმბოლოა, რომელსაც ფეხბურთის ნებისმიერი ქომაგი კარგად იცნობს. მისი დემონტაჟი ძალიან სამწუხარო ფაქტი და ჩემი აზრით, დიდი შეცდომა იქნება.“