Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბერლუსკონი:“ ჩემი კომპლიმენტები მილანს და ინტერს“

მილანის ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამად მონცას მფლობელმა სერია ა-ს სეზონი შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი სერია ა-ში აუცილებლად ითამაშებს.

„როგორც მილანის მაცხოვრებელმა, მინდა ინტერს ჩემპიონობა მივულოცო. მათ სეზონის მეორე ნახევარი შესანიშნავად ჩაატარეს და ჩემპიონობა ულაპარაკოდ დაიმსახურეს.

„ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ ჩემმა მილანმა ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება დაიმსახურა. მე გუნდის სიტუაციის გამო ძალიან შეწუხებული ვიყავი, თუმცა საბედნიეროდ როსონერი ნელ-ნელა საკადრის ადგილს უბრუნდება.

„სუპერ ლიგა ? ეს ახალი პროექტი არ არის, ჩვენ ამ საკითხზე ძალიან დიდი ხნის წინ ვმსჯელოვდით. ვფიქრობ, რომ გუნდებმა სუპერ ლიგის შექმნა ძალიან ცუდ დროს გადაწყვიტეს, რის გამოც ქომაგების რისხვა დაიმსახურეს.

„მონცა ? ჩვენ სერია ა-ში თამაში ძალიან გვინდოდა, თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ სერია ც-დან ახლახანს ამოვედით და სერია ა-მდე ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა. ჩვენი საბოლოო მიზანი უმაღლეს ლიგაში თამაშია და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ამას აუცილებლად მივაღწევთ.“

გათიშვა