Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბერნარდესკის ანტი-რეკორდი იუვეს რიგებში…

იუვენტუსში მაქს ალეგრის დაბრუნების შემდეგ, ბიანკონერის ვინგერი ფედერიკო ბერნარდესკი საკმაოდ კარგად გამოიყურება და აქტივში არაერთი საგოლე გადაცემა ჩაიწერა, თუმცა გოლების ნაკლებობა კვლავ მისი უმთავრესი ნაკლია, რაც არც თუ ისე სასიამოვნო სტატისტიკაში აისახა.

ბერნარდესკიმ იუვენტუსის მაისურით გოლი ბოლოს 2020 წლის 20 ივლისს გაიტანა და მას დაუგროვდა ზედიზედ 40 დარტყმა კარის მიმართულებით, თუმცა მისდა სამწუხაროდ არც ერთი მათგანი გოლით არ დასრულდა, რაც გუნდის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია…