Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბერნარდესკის ბედი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გადაწყდება

იტალიური მედიის ინფორამციით, იუვენტუსის გარემარბის ფედერიკო ბერნარდესკის მომავალი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გადაწყდება.

Gazzetta-ს ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა და იუვენტუსის წარმომადგენლები ერთმანეთს თვის ბოლოს შეხვდებიან და ისეთ გამოსავალს მონახავენ, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს.

27 წლის ფეხბურთელს იუვენტუსთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და ტურინელებს მისი გაყიდვის ბოლო შანსი მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში აქვს. ბერნარდესკის პერმიერ ლიგაში თამაშის სურვილი არასოდეს დაუმალავს და შესაძლოა ის რომელიმე ინგლისურ გუნდში ვიხილოთ.