Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბერნარდესკის დრო ტურინულ გრანდში დასასრულს უახლოვდება ?

იტალიური მედიის ინფორამციით, მიმდინარე სეზონის ბოლოს იუვენტუსის იტალიელი ვინგერი ფედერიკო ბერნარდესკი ბიანკონერის რიგებს დატოვებს.

გუშინ ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ბერნარდესკიმ მინო რაიოლა გაუშვა და მისი აგენტი ფედერიკო პასტორელო გახდა, Calciomercato-ს ცნობით კი ეს იმის მაუწყებელია, რომ ბერნარდესკის სხვა გუნდში გადასვლა სურს.

ფედერიკოს მიმდინარე კონტრაქტი იუვენტუსთან სეზონის ბოლოს იწურება და ბიანკონერი მზად არის მას კონტრაქტი გაუხანგრძლივოს, თუ ის ხელფასის შემცირებას 4 მილიონიდან 2.5 მილიონამდე დათანხმდება, თუმცა წყაროს ცნობით მისი ახალი აგენტი მიიჩნევს, რომ 27 წლის გარემარბი უკეთეს პირობებს იმსახურებს, რომელსაც მას სხვა გუნდები აუცილებლად შესთავაზებენ.