Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბერნარდესკის იუვენტუსიდან წასვლა არ სურს…

ტურინის იუვენტუსი ფედერიკო ბერნარდესკის თავიდან მოშორებას ცდილობს და მისი გაყიდვა ან სხვა ტრანსფერში გამოყენება სურს.

Corriere dello Sport-ის ინფორამციით, იტალიელ ფეხბურთელს მომავალთან დაკავშირებით სხვა გეგმები აქვს. წყაროს მტკიცებით, ფეხბურთელმა ჰერტა ბერლინში გადასვლაზე უკვე უარი თქვა და დიდი ალბათობით არც ატალანტაში გადასვლას ინებებს. ბიანკონერიმ ბერნარდესკი ბერგამოელებს გომესის სანაცვლოდ შესთავაზა, თუმცა როგორც ჩანს ტურინელებს ეს ბარტერი არ გამოუვათ.

26 წლის მარჯვენა გარემარბს, რომლის სანაცვლოდაც იუვემ 2017 წელს ფიორენტინას 40 მილიონი ევრო გადაუხადა, იუვენტუსთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისში ეწურება.