ბერნარდესკის მინიმუმ ერთი თვე გაუცდება
ფედერიკო ბერნარდესკიმ რამდენიმე დღის წინ იტალიის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი სავარჯიშო სესიის დროს ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო და ტურინს დაუბრუნდა.
ექიმები ვარაუდობდნენ, რომ იტალიელ ფეხბურთელს დაახლოებით 2 კვირა გაუცდებოდა, თუმცა განმეორებითმა ტესტებმა აჩვენა, რომ ტრავმა იმაზე სერიოზულია, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ და ფედერიკო იუვენტუსს მინიმუმ 1 თვე ვერ დაეხმარება.
იუვე ბერნარდესკის გასხვისებას ცდილობს, თუმცა მისი მყიდველების ნაკლებობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ხშირი ტრავმიანობაა.
2014 წლის შემდეგ, როდესაც 26 წლის ფეხბურთელს სერია ა-ში დებიუტი ჰქონდა, მან 10 ისეთ ტრავმა მიიღო, რომლის შედეგადაც მინიმუმ 1 კვირა გაუცდა.