Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბერნარდესკის ტურინული მომავალი მომდევნო კვირას გადაწყდება

Calciomercato-ს ჟურნალისტის ნიკოლა ბალიჩეს ინფორმაციით, ფედერიკო ბერნარდესკის მომავალი მომდევნო კვირაში გადაწყდება.

წყაროს ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ იტალიელი ვინგერის აგენტი ტურინს ეწვევა, იუვენტუსის წარმოამდგენლებს შეხვდება და მხარეები ბერნარდესკის ბედს საბოლოოდ გადაწყვეტენ.

ფედერიკომ გასულ სეზონში იუვეს რიგებში კიდევ ერთი უსახური სეზონი ჩაატარა და 39 შეხვედრაში თავი მხოლოდ 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

ბერნარდესკის კონტრაქტი იუვენტუსთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და გასაკვირი არ არის, რომ ტურინელებს მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივება არ სურთ, მაგრამ 2017 წელს 40 მილიონად გაფორმებული ფეხბურთელის უფასოდ დაკარგვა იუვეს არ სურს და იმედი აქვს, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მის გაყიდვას მოახერხებს.

ჯერჯერობით ყველაზე დიდ ინტერესს ბერნარდესკის მიმართ მაურიციო სარი და მისი ლაციო იჩენენ, მაგრამ რომაელები ჯერჯერობით იუვეს მოთხოვნილი 15 მილიონის გადახდისგან თავს იკავებენ…