Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბერნარდესკი:“ ესპანეთი ძლიერია, მაგრამ ჩვენ მზად ვართ“

ერთა ლიგაზე ესპანეთთან მატჩის წინ, ფედერიკო ბერნარდესკიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„ესპანეთი ძალიან ძლიერი გუნდია, რომელმაც ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე დიდი პრობლემები შეგვიქმნა, მაგრამ იტალიამ ბოლო წლებში პროგრესი ყველას დაანახა და ჩვენ ამ გამოწვევისთვისაც მზად ვართ.

„ჩვენ სახლში ვთამაშობთ, რაც დამატებით მოტივაციას გვმატებს და ვფიქრობ, რომ ხვალ ფეხბურთის გულშემატკივრებს ლამაზი სანახაობა ელოდებათ.”