Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბერნარდესკი:“ ეს ძალიან რთული წელი იყო…“

ფედერიკო ბერნარდესკიმ ფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ეს ყველაფერი ნამდვილად დავიმსახურეთ. მე ძალიან რთული სეზონი მქონდა და ეს ტიტული ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

„ასეთი რთული სეზონის შემდეგ კონცენტრაცია მარტივი არ არის, მაგრამ მე ვიცოდი, რომ ჩემს შრომას შედეგ იაუცილებლად მოჰყვებოდა და ასეც მოხდა.

„მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, სტაფს და მწვრთნელს, რომლებმაც ჩემი ირწმუნეს, ჩვენ ევროპის მწვერვალზე ვართ და მეტს ვერც კი ვინატრებდით. ჩვენ ტურნირის სტარტიდანვე ვიცოდით, რომ ამას მოვახერხებდით.“