Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბერნარდესკი იუვენტუსს სეზონის ბოლოს დატოვებს

იტალიური მედიის ინფორამციით, იუვენტუსის ვინგერი ფედერიკო ბერნარდესკი გუნდს დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს დატოვებს.

ბერნარდესკის იუვენტუსთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და Calciomercato-ს ინფორმაციით, ბიანკონერი ფედერიკოსთვის ახალი ხელშკერულების შეთავაზებას აღარ აპირებს.

ბერნარდესკი იუვენტუსს ფიორენტინადან 2017 წელს, 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა მან მოლოდინების გამართლება ვერ მოახერხა. ტურინელებმა მისი გაყიდვა წლების განმავლობაში არაერთხელ სცადეს, მაგრამ ფეხბურთელმა გუნდის დატოვება არ ისურვა და ის ტურინს სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაემშვიდობება.