Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბერნარდესკი იუვენტუსს სეზონის ბოლოს დატოვებს ?

იტალიური მედიის ინფორმაციით, ფედერიკო ბერნარდესკის იუვენტუსში დარჩენის შანსი მიზერულია.

იტალიელ ვინგერს მიმდინარე კონტრაქტი იუვენტუსთან სეზონის ბოლოს ეწურება და ბიანკონერი მზად არის მას ხელშეკრულების 3 წლით გახანგრძლივება შესთავაზოს, თუმცა მისი ხელფასის შემცირება 30 პროცენტით სურს, რამაც ბერნარდესკის უკმაყოფილება გამოიწვია.

ნიკოლო შირას ინფორამციით, იუვენტუსი ბერნარდესკისთვის 4.2 მილიონის გადახდას აღარ აპირებს და თუ ფედერიკო მოთხოვნას არ შეამცირებს, ის ტურინს სეზონის ბოლოს დატოვებს.