ბერნარდესკი კარიერას ტორონტოში გააგრძელებს
არაერთი იტალიური წყაროს ცნობით, ფედერიკო ბერნარდესკი MLS-ში, ტორონტოს რიგებში თამაშს დათანხმდა.
იტალიელი ვინგერი მას შემდეგ, რაც იუვენტუსთან კონტრაქტი ამოეწურა, უგუნდოდ არის დარჩენილი და იმის მიუხედავად, რომ მის მიმართ ინტერესს არაერთი იტალიური თუ ევროპული გუნდი იჩენდა, ფეხბურთელის ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება არც ერთმა მათგანმა არ ისურვა.
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ბერნარდესკის ყველაზე სარფიანი წინადადებით ტორონტომ მიმართა, რომელმაც ლორენცო ინსინიე და დომენიკო კრიშიტო უკვე გაიფორმა და როგორც ჩანს, კანადურ გუნდში კიდევ ერთი იტალიელი იასპარეზებს.