Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბერნარდესკი-რომანიოლის ბარტერის იდეა კვლავ ცოცხალია…

იტალიურ მედიაში ფედერიკო ბერნარდესკისა და ალესიო რომანიოლის შესაძლო ბარტერის შესახებ უკვე საკმაოდ დიდი ხანია იწერება და TuttoJuve-ს ინფორმაციით, გუნდები აღნიშნულ საკითხზე საკმაოდ სერიოზულად მსჯელობენ.

ორივე მათგანს თავიანთ გუნდებთან კონტრაქტები მომდევნო სეზონის ბოლოს ეწურება და არც ერთი გუნდის პროექტების ნაწილებად არ მოიაზრებიან, ამიტომ ფეხბურთელების უფასოდ დაკარგვის თავიდან ასაცილებლად იუვენტუსს და მილანს მათი გასხვისება მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მოუწევთ.


გათიშვა