Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბერნარდესკი – რომანიოლის ბარტერის იდეა კვლავ ცოცხალია…

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანმა და იუვენტუსმა რომანიოლი-ბერნარდესკის ბარტერს კვლავ განიხილავენ, რისი წყალობითაც ორივე გუნდი კოლოსალური კაპიტალის გამომუშავებას მოახერხებს.

ორივე ფეხბურთელის თავიანთი გუნდებიდან წასვლის შესახებ უკვე დიდი ხანია ინტენსიურად იწერება, რადგან არც ერთი მათგანი მწვრთნელების ფავორიტები არ არიან და ამ ბარტერს ისიც უწყობს ხელს, რომ ორივე ფეხბურთელის ინტერესებს მინო რაიოლა იცავს.

La Stampa-ს ცნობით, კვირას ჩანიშნული მატჩი კიდევ ერთი საშუალება იქნება გუნდებისთვის, რომ აღნიშნული ბარტერი განიხილონ, რომელიც ორივე გუნდს 25-მილიონიანი კაპიტალის შევსებას მოუტანს, რაც ფინანსური ბალანსის დასარეგულირებლად მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

გათიშვა