Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბერნარდესკი ტრავმირებულია

იუვენტუსის იტალიელი გარემარბი, ფედერიკო ბერნარდესკი ტრავმირებულია და ეროვნულ ნაკრებს ბოსნიასთან მატჩში ვერ დაეხმარება. 26 წლის ფეხბურთელს მარჯვენა ფეხის კუნთის ტრავმა აქვს.

საბედნიეროდ, ალექს მერეტის და ლორენცო ინსინიეს ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ორივე მათგანი ნაკრებში რჩება, თუმცა ბერნარდესკი ტურინში დაბრუნდა და მკურნალობას იქ განაგრძობს.

Leave a Reply

Your email address will not be published.