Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბერნარდო სილვამ მილანში ტრანსფერზე უარი თქვა

ზაფხულის განმავლობაში მილანის სახელს არაერთი შემტევი ნახევარმცველი დაუკავშირეს, მათ შორის ერთ-ერთი მანჩესტერ სიტის ბერნარდო სილვა გახლდათ.

Times Sport-ის ჟურნალისტის პაულ ჰირსტის ინფორმაციით, როსონერიმ სილვას აგენტთან მოლაპარაკებები მართლაც გამართა და მხარეებს შორის საკმაოდ პოზიტიური საუბარი შედგა, მაგრამ ფეხბურთელმა როსონერის რიგებში ტრანსფერი არ ისურვა და დიდი ალბათობით ის მანჩესტერ სიტის რიგებში დარჩება.