Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბერტი:“ ინტერი ახლა უფრო ძლიერია“

ინტერის ლეგენდარული ფეხბურთელის ნიკოლა ბერტის აზრით, ინტერს ახლა უფრო მეტი პერსპექტივა აქვს, ვიდრე გასულ სეზონში.

„ინტერმა დაცვის ხაზი შეინარჩუნა, რაც გასულ სეზონში წარმატების მთავარი საწინდარი იყო და ვფიქრობ, რომ გუნდს ახლა უფრო მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე გასულ სეზონში.

„მართალია კონტე წავიდა, მაგრამ გუნდი ჩაიბარა ინძაგიმ, რომელიც შესანიშნავი სპეციალისტია და მან გუნდს ენთუზიაზმი, პოზიტივი და ახალი იდეები შესძინა.

„შეტევაში ლუკაკუმ დაგვტოვა, მაგრამ ახლა, როდესაც ჯეკოს კორეაც დაემატა, ჩვენ კვლავ უძლიერესი შეტევა გვყავს.

„ჩალჰანორლუს რაც შეეხება, მან სადებიუტო მატჩში რაკეტასავით ითამაშა, მწვავე, სწრაფი და უშიშარი. ასეთი ჩალჰანოღლუ მილანში არასოდეს მინახავს. ახლა ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მოლოდინში ვართ და იმედია, რომ ამჯერად ყველაფერი უკეთ წარიმართება.“