Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბეტისი ლაქსალტით ინტერესდება

რეალ ბეტისი მილანის მარცხენა მცველის, დიეგო ლაქსალტის ტრანსფერზე იწყებს მუშაობას და მხარეებს შორის შეხვედრა დღეს არის მოსალოდნელი.

კენოას ყოფილი ფეხბურთელი სტეფანო პიოლის გეგმებში არ შედის და როსონერი მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ არის.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ბეტისს ფეხბურთელის გაფორმება მშრალი იჯარით სურს, გამოსყიდვის უფლების გარეშე, მილანს კი მისი საბოლოოდ გაყიდვა ახლავე სურს.

ლაქსალტს მილანთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდე აკავშირებს. მას როსონერის მაისურით 35 მატჩი აქვს ჩატარებული.