Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბიაზინი:“ ალეგრის ბევრი მუშაობა მოუწევს, მაგრამ მას იუვეს აღზევება შეუძლია…“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო ბიაზინმა იუვენტუსის პრობლემებზე ისაუბრა.

„გუნდმა, რომელიც სერია ა-ში 9 წლის განმავლობაში დომინირებდა და ყველასთვის მისაბაძი მაგალითი იყო, ბოლო 2 სეზონში დაშვებული შეცდომების და ცუდი გადაწყვეტილებების შედეგს იმკის. ამ გადაწყვეტილებების გამო, იუვენტუსს თავისი ლოზუნგის:“ გამარჯვება ერთადერთია, რასაც მნიშვნელობა აქვს“ დავიწყება მოუწია.

„ალეგრი ? მისი დაბრუნება იუვენტუსში ბევრ რამეს შეცვლის, მაქსს ყველა პრობლემის მოგვარება შეუძლია, მაგრამ ამას მარტო ვერ გააკეთებს.

„ალეგრის გუნდისგან სტაბილურობა სჭირდება და ეს განსაკუთრებით ნახევარდაცვას ეხება, მაგრამ პირველ რიგში მან სიტუაცია გასახდელში უნდა მოაგვაროს, რადგან იუვენტუსს გუნდურობა ბოლო 2 წელია საერთოდ არ ეტყობა.“