Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბიაზინი:“ გარემოებების გათვალისწინებით, ინტერს შესანიშნავი სატრანსფერო ფანჯარა ჰქონდა“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და ინტერის ქომაგმა ფაბრიციო ბიაზინიმ ნერაძურის სატრანსფერო სქმიანობა შეაფასა.

ფინანსური კრიზისის გამო, ინტერმა კონტე, ლუკაკუ და ჰაკიმი დაკარგა, მაგრამ ბეპე მაროტას შესანიშნავი მუშაობის წყალობით ნერაძური კვალვ ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრება.

„იტალიურ მედიაში ინტერს 2 თვის განმავლობაში მიწასთან ასწორებდნენ და გაკოტრებულ გუნდად მიიჩნევდნენ. კონტეს წასვლის შემდეგ ყველა ფიქრობდა, რომ ინტერი ოთხეულისთვისაც ვერ იბრძოლებდა, მაგრამ როგორც უკვე დავინახეთ, ნერაძური კვლავ უმაღლეს დონეზეა.

„არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ინტერს შესანიშნავი სატრანსფერო ფანჯარა ჰქონდა. შესაძლოა გასულ წელთან შედარებით ინძაგის ნაკლებად ხარისხიანი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ არც იმდენად, რომ ვინმემ ბენეამატა ჩამოწეროს.“