ბიაზინი:“ დიბალას ინტერში ტრანსფერის შანსი დღითი დღე მცირდება“
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და ინტერის ინსაიდერმა ფაბრიციო ბიაზინიმ პაულო დიბალას ნერაძურის რიგებში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.
„ინტერს დიბალას გაფორმების სურვილი ჰქონდა და მას კონკრეტული წინადადებით მიმართა, თუმცა მისმა აგენტმა უკეთესი პირობები მოითხოვა, რის გამოც მოლაპარაკებები გაიწელა, შემდეგ კი ნერაძურის ლუკაკუს გაფორმების შანსი გამოუჩნდა, რომელიც გამოიყენა კიდეც, ახლა კი დიბალას სიტუაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
„ინტერს დიბალაზე უარი არ უთქვამს, მაგრამ მის გასაფორმებლად ინტერს სანჩესთან კონტრაქტის გაწყვეტა, ასევე ჯეკო-სანჩესიდან ერთ-ერთის გაყიდვა მოუწევს, რაც მარტივი არ იქნება, რადგან გუნდის დატოვება არც ერთ მათგანს არ სურს. არ ვფიქრობ, რომ დიბალა ინტერს კიდევ დიდი ხანი დაელოდება, ამიტომ არგენტინელის ხილვის შანსი ბენეამატას რიგებში სულ უფრო მცირდება.“