Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბიაზინი:“ ინტერის შემადგენლობა ზამთარში არ შეიცვლება“

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის და ინტერის გულშემატკივრის ფაბრიციანო ბიაზინის მტკიცებით, ზამთარში ინტერის შემადგენლობას არც არავინ დატოვებს და მას არც არავინ შეუერთდება.

„ინტერის მენეჯმენტა მკაფიოდ გაუსვა ხაზი ფაქტს, რომ სიტუაცია ძალიან რთულია და გუნდს ფული არ აქვს.

„ამ მიზეზის გამო, სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას არა მხოლოდ ინტერი, არამედ თითქმის ვერც ერთი გუნდი ვერ მოახერხებს.

„სავარაუდოდ ინტერის შემადგენლობაში ცვლილებები საერთოდ არ მოხდება და ჩემი აზრით, ნერაძურის ეს არც სჭირდება, რადგან მატ სერია ა-ში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავთ.“