Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბიაზინი:“ ინტერი და უდინეზე დე პაულის შესახებ ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო ბიაზინიმ ინტერზე ისაუბრა და როდრიგო დე პაულის შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

„ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, ინტერი ძალიან არასანახაობრივ, თუმცა შედეგიან ფეხბურთს თამაშობს, რაც ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. მათ ზედიზედ 6 გამარჯვებ აქვთ, რაც კონტესთვის დამახასიათებელია.

„ინტერს აქვს იმის რესურსი, რომ სკუდეტოსთვის იბრძოლოს და თუ გუნდის ხელმძღვანელობა იანვარში კონტეს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ნერაძური გამოკვეთილი ფავორიტი იქნება.

„კონტესთვის პაპუ გომესი კარგი შევსება იქნება, თუმცა ანტონიოს პირველ რიგში დე პაული სურს და გუნდის ხელმძღვანელობა უდინეზესთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.“