Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბიაზინი:“ ინტერი ზამთარში შეამდგენლობის გაძლიერებას გეგმავს“

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის და ინტერის ქომაგის ფაბრიციო ბიაზინის ინფორმაციით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ნერაძური რამდენიმე ფეხბურთელის დამატებას გეგმავს.

„მე ინტერის დირექტორებმა დამიდასტურეს, რომ ზამთარში გუნდი სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას გეგმავს.

„ჯერჯერობით კონკრეტული სახელები ცნობილი არ არის, მაგრამ სიმონე ინძაგის გარკვეული პოზიციების გაძლიერება და შემადგენლობის გაღრმავება სურს, ამიტომ იანვარში ნერაძური რამდენიმე ფეხბურთელს აუცილებლად დაიმატებს.“