Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბიაზინი:“ ინტერმა სკუდეტო უნდა მოიგოს, ხელმძღვანელობა ამას ელის და კონტემ ეს იცის“

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის და ნერაძურის გულშემატკივარის, ფაბრიციო ბაზინის თქმით, ინტერი ვალდებულია, რომ სკუდეტო მოიგოს.

„ინტერს ძალიან მძიმე კვირა ჰქონდა და კარგია, რომ წინა მატჩის მოგება მოახერხეს, თუმცა კალიარისთან გამარჯვება გულშემატკივრებს ყველაფრის დავიწყების საშუალებას არ მისცემს.

„იმის ფიქრი, რომ კალიარისთან მოპოვებულმა სამმა ქულამ გუნდში ატმოსფერო შეცვალა სისულელეა, თუმცა ეს კარგი დასაწყისია იმ ერთადერთი მიზნის განსახორციელებლად, რაც ახლა გუნდს აქვს.

„ინტერმა სკუდეტო უნდა მოიგოს. ხელმძღვანელობა ამას ელოდება და კონტემაც კარგად იცის.“

ბაზინმა პაპუ გომესის შესახებაც ისაუბრა, რომელიც გასპერინისთან კონფლიქტის გამო დიდი ალბათობით გუნდს დატოვებს.

„ძალიან სამწუხარო სიტუაციაა, რადგან ბერგამომ გომესი ფეხბურთის სიმბოლოდ აქცია. მილანი და ინტერი მისთვის იბრძოლებენ, პაპუს პროფესიონალიზმში ეჭვის შეტანა შეუძლებელია.“