Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბიაზინი:“ ინტერმა ფინალში გასასვლელად საკმარისი არ გააკეთა“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და ინტერის ქომაგმა ფაბრიციანო ბიაზინმა იუვენტუსი – ინტერის მატჩზე ისაუბრა.

ანტონიო კონტეს გუნდი კოპა იტალიას ორი მატჩის 2 – 1 მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

„ინტერს პირველ ტაიმში რამდენიმე მომენტი ჰქონდა, თუმცა რეალურად ჯიჯი ბუფონს თამაშში ჩართვა არ მოუწია.

„სიმართლე რომ ითქვას, ინტერს ფინალში გასასვლელად ბევრი არაფერი არ გაუკეთებია. მეორე ტაიმში იმის მაგივრად, რომ გუნდი უფრო დამუხტული და მონდომებული გამოსულიყო, მათ პირველ ტაიმზე ცუდად ითამაშეს.

„ახლა, როდესაც ისინი არც კოპაზე და არც ჩემპიონთა ლიგაზე აღარ ასპარეზობენ, სკუდეტოს მოგება კონტესთვის სავალდებულო ხდება…“