Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბიაზინი:“ იუვენტუსი სწორად იქცევა, რომ დიბალას მოთხოვნილ ხელფასს არ სთავაზობს“

პაულო დიბალას კონტრაქტის გარშემო გაურკვევლობა გრძელდება. ლა ჯოიას მიმდინარე ხელშეკრულება იუვესთან სეზონის ბოლოს იწურება და რამდენიმე კვირის წინ იწერებოდა, რომ მხარეებს შორის ახალი კონტრაქტის ყველა დეტალი უკვე შეთანხმებული იყო, თუმცა იმის გამო, რომ დიბალას მიმდინარე სეზონშიც ტრავმების მხრივ პრობლემები აქვს, ტურინელები შეთავაზებული წინადადების გადახედვას და პირობების შეცვლას გეგმავენ.

ამ საკითხზე კომენტარი ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო ბიაზინმა გააკეთა.

„ვფიქრობ, რომ იუვენტუსი დიბალასთან მიმართებაში სწორედ იქცევა და სულაც არ გამიკვირდება, რომ მან გუნდი სეზონის ბოლოს უფასოდ დატოვოს.

„მართალია ასეთი დონის ფეხბურთელის უსასყიდლოდ დაკარგვა არავის სურს, მაგრამ მისთვის 5-წლიანი კონტრაქტის გაფორმება ნიშნავს 100 მილიონის დახარჯვას ფეხბურთელში, რომელიც ბოლო 2 წელია ლაზარეთში უფრო მეტ დროს ატარებს, ვიდრე მოედანზე.“