Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბიაზინი:“ კესი მილანის ქომაგების გრძნობებზე თამაშობს“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო ბიაზინიმ ფრანკ კესი გააკრიტიკა.

კესის მილანთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება და ის ახალი ხელშეკრულების საანცვლოდ დაახლოებით 9 მილიონს ითხოვს, რაც მის ახალნდელ ხელფასზე 2,2 მილიონ ევროზე თითქმის 4-ჯერ მეტია.

„ერთი თვის წინ, როდესაც კესი ტოკიოს ოლიმპიადაზე თამაშობდა, მან გააკეთა კომენტარი (იხილეთ აქ) და განაცხადა, რომ მილანში დაბრუნებისთანავე კონტრაქტთან დაკავშირებულ გაურკვევლობას მოაგვარებდა და ის მილანში დარჩებოდა, მაგრამ მისი დაბრუნების შემდეგ ყველაფერი უფრო გართულდა.

„კესი პსჟ-ს ალ-ხელაიფისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, ადამიანთან, რომელიც მთელს საფეხბურთო სამყაროს და მის ქომაგებს სასაცილოდ იგდებს.

„კესის ყველა უფლება აქვს, რომ ისეთ გუნდში გადავიდეს, სადაც მეტ ხელფასს უხდიან, მაგრამ ის მილანის ქომაგების გრძნობებზე თამაშობს, ეს კი ნამდვილად ცუდი საქციელია.“