Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბიაზინი:“ მაროტას პირადად ვესაუბრე, Suning-ი ინტერში რჩება“

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის და ინტერის ქომაგის ფაბრიციო ბიასინის თქმით, ინტერის მფლობელ კომპანია Suning-ს გუნდის გაყიდვის არანაირი სურვილი არ აქვს.

„ბეპე მაროტას პირადად ვესაუბრე. მართალია, რომ მათ გარკვეული პრობლემები აქვთ, მაგრამ ეს პრობლემები დღეისათვის ევროპული გრანდების უმეტესობას აწუხებს.

„ამ მომენტისთვის ინტერი საგანგაშო სიტუაციაში არ არის, გუნდი ხელფასების და სხვა ხარჯების დაფარვას უპრობლემოდ ახერხებს, ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული სვლა კი ამაში მათ ძალიან ეხმარებათ.

„გუნდის მფლობელებს რაც შეეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მინიმუმ ახალი სტადიონის გახსნამდე ნერაძურის სათავეში დარჩებიან.“