Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბიაზინი:“ ჰაკიმი ინტერს დატოვებს, თუმცა ლუკაკუ გუნდში რჩება“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და ინტერის ქომაგმა გუნდის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.

„ინტერსა და პსჟ-ს შორის აშრაფ ჰაკიმის ტრანსფერზე მოლაპარაკებები გრძელდება. ნერაძრი მის სანაცვლოდ 80 მილიონს ითხოვს, პსჟ კი 60-ს სთავაზობს, თუმცა ფრანგების ინტერესი სერიოზულია და ბონუსების ჩართვით, ჰაკიმი გუნდს დიდი ალბათობით დატოვებს.

„ლუკაკუს რაც შეეხება, მან სიმონე ინძაგისთან უკვე ისაუბრა და გუნდში დარჩენის მზადყოფნა გამოთქვა. ამის გარდა, ლუკაკუ მინიმუმ 100 მილიონი ღირს, ამ თანხის გადახდა კი ასეთ კრიზისში ბევრ გუნდს არ შეუძლია.“