Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბიანკეზი:“ პობეგა შემდეგი ლოკატელი გახდება…“

მილანის სკაუტების ყოფილმა უფროსმა მაურო ბიანკეზი ტომაზო პობეგას ატალანტაში შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა.

ბერგამოელები ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრანსფერზე უკვე რამდენიმე დღეა ინტენსიურად მუშაობენ და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან. პობეგა ლა დეას დაახლოებით 13 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდება.

„გასპერინის ხელში, პობეგას თავისი შესანიშნავი პოტენციალის გამოვლენის კარგი შანსი ექნება. ნებისმიერი გუნდი, რომელიც პობეგას გაიფორმებს, ნამდვილ საგანძურს მიიღებს. იმედი მაქვს, რომ მილანი პობეგას მომავალზე კონტროლს არ დაკარგავს და თუ ის გუნდს დატოვებს, კონტრაქტში გამოსასყიდ პუნქტს ჩადებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში პობეგა მომავალი ლოკატელი გახდება.“