Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბიასინი:“ რონალდუ-იკარდის ბარტერს ალეგრი ახლავე მოაწერდა ხელს…“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო ბიასინიმ რონალდუ-იკარდის შესაძლო ბარტერზე ისაუბრა, რომელზეც ფრანგულ თუ იტალიურ მედიაში ბოლო კვირეებში არაერთხელ დაიწერა.

„არ ვიცი, მოხდება თუ არა აღნიშნული გაცვლა, მაგრამ ერთი რამ უდაოა, ეს ალეგრიზე რომ იყოს დამოკიდებული, მაქსი ამ ბარტერს ახლავე მოაწერდა ხელს. ასევე ისიც ვიცი, რომ იკარდის აგენტი და მეუღლე ვანდა ნარა იტალიაში დაბრუნებას ლამობს და მასსა და პარატიჩის შორის, როდესაც ფაბიო იუვეს დირექტორი იყო, არაერთი სატელეფონო საუბარი შედგა.

„იკარდის სურვილი კი ჯერჯერობით უცნობია, რადგან ის ინტერის კაპიტანი იყო და ჯერჯერობით იუვეში თამაშის სურვილი ღიად არ გამოუხატავს.“