Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბილიამ ტორინოსთან შეათანხმა

როდრიგესის და კრუნიჩის შემდეგ, ტორინოს მილანის კიდევ ერთი ფეხბურთელი მოუნდა. ამჯერად საქმე ლუკას ბილიას ეხება, რომელსაც როსონერისთან კონტრაქტი 31 აგვისტოს ეწურება.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ბილიამ ტორინოსთან კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა. ის ტურინულ გუნდთან 1-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს და ანაზღაურების სახით 2 მილიონ ევროს მიიღებს.

34 წლის ფეხბურთელს არგენტინაში დაბრუნებას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა როგორც ჩანს ჯამპაოლომ მისი დარწმუნება მოახერხა და ტრანსფერის დადასტურებას უახლოეს საათებში უნდა ველოდოთ.

Leave a Reply

Your email address will not be published.