Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბოატენგი:“ მილანში უფრო ინტელიგენტი გავხდი, იბრასგან ბევრი რამ ვისწავლე“

მილანის ყოფილმა ფეხბურთელმა კევინ პრინც ბოატენგმა როსონერის რიგებში გატარებული პერიოდი გაიხსენა და იბრას შესახებ ისაუბრა.

„მილანში თამაშის დროს მე უფრო ინტელიგენტი ფეხბურთელი გავხდი. მე როსონერის რიგებში მსოფლიო დონის ფეხბურთელების გვერდით ვთამაშობდი და გამიმართლა, რომ მათგან სწავლის საშუალება მქონდა. 2013 წელს მე მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლა შემეძლო, მაგრამ მე ბუნდესლიგა ავირჩიე და ყველამ ნახეთ, როგორ წავიდა შალკეში საქმეები.

„იბრა ? მე მისგან ძალიან ბევრი ვისწავლე, განსაკუთრებით ის, რომ დაუღალავი შრომის გარეშე ვერაფერს მიაღწევ. შენ უნდა გქონდეს სურვილი, რომ სხვებზე მეტი გააკეთო, წინააღმდეგ შემთხვევაში მათზე უკეთესი ვერ გახდები. ფეხბურთში ტალანტი ბევრს აქვს, მაგრამ შრომის გარეშე მისი გამოყენება შეუძლებელია.“