Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბობანი:“ მილანის დაბრუნება ზლატანის დამსახურებაა“

მილანის ყოფილმა ფეხბურთელმა და დირექტორმა ზვონიმირ ბობანმა ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ ისაუბრა, რომელსაც 3 ოქტომბერს დაბადების დღე აქვს და 40 წლის ხდება.

„2019 წლის 24 დეკემბერი იყო, როდესაც იბრამ დამირეკა და მითხრა:“ გილოცავთ, შენ და მილანმა იბრაჰიმოვიჩი დაიბრუნეთ.“ – სწორედ ამ გამორჩეული სიტყვებით მითხრა მან, რომ ჩვენი მოლაპარაკებები ზლატანთან წარმატებულად დასრულდა და ის მზად იყო, როსონერის რიგებს დაბრუნებოდა.

„უკეთეს საშობაო საჩუქარს ვერც კი ვინატრებდი და მე ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შესანიშნავი მეგობარი მყავს. მინდა იბრას დაბადების დღეზე ყველაფერი საუკეთესო და გრძელი კარიერა ვუსურვო.

„მისი სახელი მილანის და ფეხბურთის ისტორიას მარადიულად დარჩება. მე დარწმუნებულმა შემიძლია ვთქვა, რომ მილანის უმაღლეს დონეზე დაბრუნებაში ზლატანს უდიდესი წვლილი მიუძღვის. იმ მომენტში არ არსებობდა ფეხბურთელი, რომელიც მილანს უფრო მეტ ქარიზმას, მენტალობას და გამარჯვების სურვილს შეძენდა. ის ფენომენია, რომელსაც ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ.“