Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბოგასთვის ატალანტა და ლიონი იბრძოლებენ

სასუოლოს ჯერემი ბოგამ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ მას გუნდის დატოვება და უფრო მაღალი მიზნებსითვის ბრძოლა სურს, ამიტომ სავარაუდოდ ნეროვერდის მისი გაყიდვა მოუწევს, რადგან მისი კონტრაქტი გუნდთან 2022 წლის ზაფხულში იწურება.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე 24 წლის ნახევარმცველის გასაფორმებლად ატალანტა და ლიონი იბრძვიან, თუმცა საფრანგეთში დაბადებული ვინგერის ტრანსფერში ამ ეტაპზე ფავორიტი ლიონია. სასუოლო ბოგას სანაცვლდო 15 მილიონ ევროს ითხოვს.