Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბოგას აგენტმა ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა

ჯერემი ბოგას ძმამ და აგენტმა, დანიელ ბოგამ ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სასუოლოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ იგეგმება.

„ჩვენ ჯენარო გატუზოს და კრისტიანო გიუნტოლის კომპლიმენტებით ძალიან ნასიამოვნები ვართ.

„ჯერემი ბედნიერია. მას კარგი შეფასებების მიღება ძალიან ახარებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამას ისეთი დიდი პროფესიონალები აკეთებენ, როგორიც გატუზოა.

„მან ნეაპოლის შესახებ ჯერჯერობით ბევრი არ იცის, თუმცა იმ ისტორიებიდან გამომდინარე, რაც მას სმენია, ბოგა ნეაპოლს მარსელს ამსგავსებს, ქალაქს, სადაც ჩვენ დავიბადეთ და საიდანაც მოვდივართ.

„ნაპოლის გულშემატკივრები კი ცალკე საკითხია. მთელს იტალიაში მათნაირი ქომაგებით ცოტა გუნდი თუ დაიკვეხნის.

„ჯერემის კონტრაქტი სასუოლოსთან 2022 წელს იწურება. მე გუნდის ხელმძღვანელობას მომავალ კვირას შევხვდები, თუმცა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბარი გამორიცხულია.“

Leave a Reply

Your email address will not be published.