Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბოგა კარიერას ატალანტაში გააგრძელებს

იტალიური მედიის ინფორამციით, ატალანტამ სასუოლოსთან ჯერემი ბოგას ტრანსფერი შეათანხმა და ის კარიერას ქალღმერთების რიგებში გააგრძელებს.

ნიკოლო შირას ინფორმაციით, ატალანტას ბოგას გაფორმება 20 მილიონი ევრო დაუჯდება და ის ბერგამოელთა რიგებს ზამთარში შეუერთდება.

ბოგამ მიმდინარე სეზონში სასუოლოს რიგებში 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 3 საგოლე გადცემით გამოიჩინა.