Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბოლონიას იუვენტუსის უკანახაზელი სურს

იტალიური მედიის ინფორამციით, ბოლონია იუვენტუსის საკუთრებაში მყოფი დანიელე რუგანის ტრანსფერით ინტერესდება, რომელიც მიმდინარე სეზონს იჯარის წესით კალიარიში ატარებს.

SportItalia-ს ინფორმაციით, სინიშა მიხაილოვიჩი მომდევნო სეზონისთვის გუნდის გადახალისებას ითხოვს და მისი ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე იუვენტუსის იტალიელი უკანახაზელია.

წყაროს ინფორმაციით, ბოლონიას ფეხბურთელის იჯარის წესით გაფორმება სურს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, თუმცა იუვენტუსი 26 წლის ფეხბურთელის გაყიდვას ზაფხულშივე იმედოვნებს.