Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბოლონიას უარი იუვენტუსს…

იუვენტუსი ვიცე-ვლაჰოვიჩის ძიებას განაგრძობს და ბიანკონერის პრიორიტეტული სამიზნე ბოლონიას ფორვარდი მარკო არნაუტოვიჩი იყო, მაგრამ როგორც ჩანს, ბიანკონერის შეტევის გასაძლიერებლად სხვა ფეხბურთელის ძებნა მოუწევს.

ბოლონიას გენერალურმა დირექტორმა კლაუდიო ფენუჩიმ არნაუტოვიჩის იუვენტუსში შესაძლო ტრანსფერის თაობაზე კომენტარი პირადად გააკეთა:

„მარკო ჩვენთან რჩება, რადგან ბოლონია მის გაყიდვას არც კი განიხილავს.“

პარალელურად ფენუჩიმ დაადასტურა, რომ იუვენტუსის ახალწვეული ანდრეა კამბიაზო, რომელიც ბიანკონერის რიგებს რამდენიმე საათის წინ შეუერთდა, მომდევნო სეზონს ბოლონიას რიგებში, არენდის წესით გაატარებს.