Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბოლო ინფორმაცია დანილოს ტრავმასთან დაკავშირებით

იუვენტუსის უკანახაზელმა დანილომ დაზიანება გუშინდელ მატჩში მიიღო, რის გამოც მას მოედნის დატოვება საკაცეზე მოუწია.

TuttoJuve-ს ინფორმაციით, ბრაზილიელ ფეხბურთელს ადუქტორის კუნთის პრობლემა აქვს. ის სამედიცინო შემოწმებას უახლოეს საათებში გაივლის, რის შემდეგაც ტრავმის სიმძიმე და მისი დაბრუნების სავარაუდო თარიღი გვეცოდინება.