Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბოლო ინფორმაცია დიბალას ტრავმასთან დაკავშირებით

გუშინ ცნობილი გახდა, რომ პაულო დიბალამ ვარჯიშის დროს მცირე დაზიანება მიიღო, რის გამოც ის შაბათს ჩანიშნულ მატჩს ჩეზენას წინააღმდეგ გამოტოვებდა.

ლა ჯოიას დღეს დეტალური გამოკვლევა ჩაუტარდა და TuttoJuve-ს ჟურნალისტის მირკო დი ნატალეს ინფორამციით, არგენტინელ ფეხბურთელს უბრალოდ კუნთს გადაღლილობა აქვს, რაც სერიოზული არ არის და ის გუნდთან ერთად ვარჯიშს 3-4 დღეში დაუბრუნდება.

ჩეზენას შემდეგ, იუვენტუსი ამხანაგურ მატჩს მონცას წინააღმდეგ გამართავს, რომელშიც ლა ჯოია მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს.